ვინ დაზარალდა პანდემიის დროს ქორწილის აკრძალვით

Covid-19-ის პანდემიის გამო დაწესებულმა კარანტინმა უამრავი მოქალაქე დააზარალა. ბევრ მათგანს შეუმცირდა შემოსავალი ან სულაც შეუწყდა მისი მიღების წყარო. მათ შორის არიან საქორწინო ღონისძიებებში ჩართული მოქალაქეებიც. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც უმეტესად თვითდასაქმებულები იყვნენ და ამის გამო სახელმწიფო დახმარების მიღებაც კი გაუჭირდათ.

საქორწინო ღონისძიებები იყო შემოსავლის ძირითადი წყარო ინდიგოსთვისაც. ფოტოგრაფი „პუბლიკასთან“ პანდემიის სირთულეებზე და საქორწინო ღონისძიებებში ჩართული ხალხის პროტესტზე ჰყვება, როცა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის პროცესში საქორწინო ღონისძიებები ვერ მოხვდა.

ფოტოგრაფების, ვიდეოგრაფების, დიზაინერებისა და სხვა პროფესიის ადამიანების პროტესტმა შედეგი გამოიღო. ქორწილები ღია სივრცეში 100 ადამიანის მონაწილეობით დაიშვა, ინდიგოსაც შემოსავლის წყარო ისევ გაუჩნდა. ახლა მთავარი შემოდგომის მოლოდინია, ხომ არ დაიწყება კორონავირუსის მეორე ტალღა და აციებასთან ერთად თუ დაუშვებენ ქორწილს უკვე დახურულ სივრცეშიც.


გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.