ყოფილი პოლიციელი, ირაკლი მუხადგვერდელი ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია, – ამის შესახებ „პუბლიკისთვის” ცნობილი 8 სექტემბერს გამართულ პროცესზე გახდა.
მუხადგვერდელს გამოძიება ედავება, რომ 24 მაისს თბილისში, გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან საპირისპირო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
მისთვის წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ გამართულ პროცესზე მუხადგვერდელმა აღინიშნა ისიც, რომ მას საპროცესოს გაფორმება არასაპატიმრო სასჯელზე სურს.
პროკურატურის ინფორმაციით, ის 25 მაისს დააკავეს და თავდაპირველად მას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა უწყების ცნობითვე, 1 თვეში – 30 ივნისს მან საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა.
პოლიციელი ირაკლი მუხადგვერდელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. მას ზინოვკინა ნარკოტიკების ჩადებაში თანამონაწილეობასა და გაუპატიურების მუქარაში სდებს ბრალს.