განათლების კოალიციის ინიციატივითა და EPAM Georgia-ს სპონსორობით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ვიდეოკონკურსი – „მომავალი განათლებაშია“ გამოცხადდა. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსისა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება:
- შესარჩევი ტური – ვიდეო თემაზე: „ერთი დღე მოსწავლის/სტუდენტის ცხოვრებიდან“;
- ფინალური ტური, ვიდეო თემაზე: „მომავალი განათლებაშია“.
შესარჩევ ტურში მონაწილეობა შეუძლია 14-დან 25 წლამდე ნებისმიერ მსურველს, რომელმაც უნდა გამოგზავნოს 15-დან 60 წამამდე ვიდეო, თემაზე – „ერთი დღე მოსწავლის/სტუდენტის ცხოვრებიდან“. ვიდეო შეგიძლიათ გადაიღოთ ნებისმიერი მოწყობილობით; არ ხართ შეზღუდული აუდიო და გრაფიკული ეფექტების გამოყენებაში. ჩვენ ვეძებთ ამბის საინტერესოდ მთხრობელებს, რომლებსაც შეუძლიათ, თანატოლებს მოკლე ვიდეოს საშუალებით გაუზიარონ თავიანთი სათქმელი ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე, გამოწვევებსა და ინტერესებზე.
შესარჩევ ტურში გამოვლინდება რამდენიმე ათეული კონკურსანტი, რომლებიც ფინალური ტურის მონაწილეები გახდებიან. ფინალურ ტურში გადასული მონაწილეები ვიდეოხელოვნების პრაქტიკულ ვებინარებს გაივლიან. ვებინარების დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ დრო, მოამზადონ ვიდეო მეორე ეტაპისთვის, თემაზე: „მომავალი განათლებაშია“.
შესარჩევი ტურის ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი.
გამარჯვებული მიმდინარე წლის 15 ივლისს გამოვლინდება დაჯილდოების ცერემონიალზე.
პრიზები: I ადგილი – iPhone 12 და II- III ადგილი – iPad 9th.
დარეგისტრირდი ბმულზე https://rb.gy/oisxtl და გამოგვიგზავნე ნამუშევარი ელექტრონულ მისამართზე: efacoalition@efageorgia.ge
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს: https://rb.gy/mvvog3