ვიდრე საქართველოში შიდაპოლიტიკური ვითარება დამოკიდებული იქნება თუ ვინ ჩავა რუსეთიდან, იქნება პრობლემები - ზახაროვა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელშიც მთავრობა ან მინისტრები ვინმეს ჩასვლის გამო არ უნდა იცვლებოდეს.

„იმ მომენტამდე, ვიდრე შიდაპოლიტიკური, საქართველოს შიდა ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, იქნება პრობლემები. სულ ეს არის. ეს უნდა გადაიტანო და გააცნობიერო. ვინ ჩამოვა შენთან, ამის გამო არ უნდა მიდიოდეს ხელისუფლება, იცვლებოდნენ მინისტრები და ასე შემდეგ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში.

მან კომენტარი გააკეთა საკითხზე, თუ დაესწრება მინისტრთა კომიტეტის აღნიშნულ სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც ამ მომენტით, პოტენციურით ან არარეალიზებულით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო მზაკვრულ ინტერესებს“, – განაცხადა ზახაროვამ.