ვიკვლევთ, რომ გამოვრიცხოთ ესეც, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე | გამყრელიძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის დღევანდელ სტატისტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი შემთხვევები იმატებს და დღეს გვაქვს სერიოზული ნახტომი.

„დღევანდელი 4700 შემთხვევა ეს გარკვეულად დაგროვილი შემთხვევებიც არის. ადამიანები, რომლებიც არ მივიდნენ შაბათ -კვირას და მივიდნენ ორშაბათს. ხვალ ეს მონაცემი ნაკლები იქნება, მაგრამ ვიქნებით სამი ოთხი ათასი ახალი შემთხვევის ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე – იკვლევს თუ არა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალ შტამებს – უპასუხა:

„ვიკვლევთ, იმიტომ, რომ გვინდა გამოვრიცხოთ ეს, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე. უარესდება სიტუაცია და რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე. ჯერჯერობით ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევა დელტაა“, – ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1623 პაციენტი, გარდაიცვალა 37 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.98%.