თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია.
„ერთი პაციენტი არის რეანიმაციაში, მას ამ ეტაპზე COVID-ინფექცია არ აქვს, ქრონიკული პათოლოგიები აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში ამიტომ რჩება. დანარჩენ ინფიცირებულ პაციენტებთან არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში არცერთი COVID-ინფიცირება არ გვეყოლება“, – განაცხადა რატიანმა.