„ამ წუთებში ვიმყოფები, გურჯაანის მერთან – ლერი გელენავასთან და ვიბარებ ანგარიშს, სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით”. – წერს ფეისბუქზე „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერისგან პირადად მოითხოვა სამუშაოების დაჩქარება და ზარალის დათვლის პროცესში ჩართულობა, რაზეც მიიღო პირობა, რომ მისი მოთხოვნა შესრულდება.
„ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს გურჯაანში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, პირადად ვიქნები ჩართული და ეს საქმე მექნება პირად კონტროლზე აყვანილი“. – ამბობს ხაბეიშვილი.
რამდნეიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა და სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დაისტეყვა სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.