სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიების თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი აირჩიეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:
• ილია დარჩიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
• მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
• ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
• გიორგი მიქაუტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
• ბაკურ აბულაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე;
• გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:
• ილია დარჩიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
• მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
• ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
• გიორგი მიქაუტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
• ბაკურ აბულაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე;
• გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
• კარლო ნიკოლეიშვილი – ააიპ – „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე;
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იმ კრიტერიუმებს შორის, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, არის მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. კონკურსების შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატისა. შერჩეული კანდიდატებიდან პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს.