ვინ არიან საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან:

  1. მიხეილ ჩიკვილაძე
  2.  დონარა (დოდო) შონავა
  3. გიორგი იაკობაშვილი
  4. იზაბელა ოსიპოვა
  5. სოსო სტურუა
  6. გიორგი ლაზრიშვილი
  7. მარინა გიორგაძე
  8. ემზარ დიასამიძე
  9. ფირუზ ბოლქვაძე
  10. პაატა სურგულაძე
  11. თამარ წილოსანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი კანდიდატი უნდა შეირჩეს.

შესარჩევი კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები წარედგინებიან სახალხო დამცველს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

წესისამებრ, აღნიშნული სუბიექტები მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევენ და მეურვეთა კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები.

წარდგენილ კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:

  1. დავით მაღლაფერიძე – რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი;
  2. მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
  3. გოდერძი შარაშია – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი;
  4. ნინო მეუნარგია – ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი;
  5. ოთარ ტატიშვილი – კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ექიმი, პროფესორი;
  6. ნინო კაკულია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი;
  7. გედევან ჯინჭარაძე – ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ფოლკლორისტი;
  8. ) მარიამ გვიდიანი – ა/ო „ქალების ხმა – დემოკრატია და უსაფრთხოება“ – აღმასრულებელი დირექტორი.
  9. გივი აბესაძე – ფოლკლორული ანსამბლის – „დიდგორის“ სოლისტი