პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო თანამდებობზე შემდეგ კანდიდატებს წარადგენენ:
„პირველი ვიცე-სპიკერის პოზიციას დაიკავებს ბატონი გიორგი ვოლსკი, ასევე, ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელიც ასევე უხელმძღვანელებს უმრავლესობას. ვიცე-სპიკერის პოზიციაზე წარვადგენთ გიორგი კახიანს, რომელიც ხელმძღვანელობდა საპროცედურო კომიტეტს და კიდევ ერთ ვიცე-სპიკერად წარვადგენთ კახა კუჭავას.
რაც შეეხება კომიტეტებს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თანმჯდომარის თანამდებობაზე წარვადგენთ ირაკლი ბერაიას, რომელიც აქამდე თავდაცვის კომიტეტის თანმჯდომარის პირველი მოადგილე გახლდათ.
ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ – დავით სონღულაშვილი;
გარემოს დაცვის კომიტეტი – ნინო წილოსანი;
განათლების კომიტეტი – გენადი მარგველაშვილი;
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი – გურამ მაჭარაშვილი;
ეს არის ის საკითხები, რომელიც ამ კვირაში განხორციელდება ბიუროსა და პლენარული სხდომების პროცედურებზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ნინო წილოსანმა, ირაკლი ბერაიამ და დავით სონღულაშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.