Mediacritic.ge კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიის ახალი პლატფორმაა, რომლის მიზანიც, როგორც აღწერაში ვკითხულობთ, „ინფორმაციის კრიტიკული აღქმისა და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა“.
ეროვნული კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, დღეს ქართულ მედიასივრცეში არ არსებობს პლატფორმა, სადაც მიუკერძოებელი და მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტზე დაფუძნებული მედიაკრიტიკის გაცნობის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებას.
„მედიაკრიტიკის“ ვებგვერდზე უკვე იძებნება ბასა ჯანიკაშვილის (საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი), რეზო საყევარიშვილის (ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი), ზვიად ავალიანის (ტელეკომპანია „ობიექტივი”), ზაზა ფირალიშვილის (ფილოსოფოსი) და სხვების მასალები.
„მედიაკრიტიკამ“ Facebook-გვერდზე პრომოც გამოაქვეყნა, რომელშიც ია ანთაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი) შორენა შავერდაშვილი („ლიბერალის“ დამფუძნებელი) და კახა ბექაური (კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე) მონაწილეობენ.
უკვე წლებია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტი და ონლაინპატფორმა Mediachecker.ge არსებობს. ვებგვერდი არის მედიაკრიტიკის პლატფორმა, რომელზეც ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შედეგებია თავმოყრილი.
დააწკაპუნეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ გამოცემა პუბლიკას ფეისბუქგვერდი