ვინ იმღერებს 2 ივნისის აქცია-კონცერტზე | სია

პუბლიკა

„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ – 2 ივნისს, 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელსაც საქველმოქმედო ხასიათი ექნება.

აქცია-კონცერტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების მხარდასაჭერად და ჯარიმების თანხის შესაგროვებლად გაიმართება.

„საერთო მიზნისთვის ბრძოლაში – ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა – საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა.

თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს.

საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი მუსკოსები იმღერებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად. ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა, დავეხმაროთ ჩვენ თანამებრძოლებს და ერთად შევაგროვოთ ჯარიმების თანხა”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ვინ იმღერებს აქცია-კონცერტზე:

  1. გიორგი უშიკიშვილი & ბექა გოჩიაშვილი;
  2. შოთა საგანელიძე;
  3. Moku Moku;
  4. წერილი;
  5. Kordz;
  6. Mechanical Rainbow;
  7. ლექს სენი & თიკო;
  8. ნატალია ნაყოფია;
  9. Bedford Falls;
  10. Circus Mircus;
  11. The Window;
  12. Quemmekh;
  13. არა;
  14. ყველა;
  15. Creams;
  16. ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი;
  17. ბექა გოჩიაშვილი & თემურიკო დიასამიძე;
  18. ფანიკო;
  19. ავარა;
  20. თამადა;
  21. მერაბ სეფაშვილი;
  22. ლელა წურწუმია;
  23. რობი კუხიანიძე;
  24. დაგდაგანი;
  25. Loudspeakers;
  26. გამოუვალი მდგომარეობა;
  27. Process.