ვინ იმღერებს „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ აქციაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დამდგმელი რეჟისორი, ბაკურ ბაკურაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნისა და სიმღერის – „ჩემი საქართველო აქ არის“ ახალი ვერსიები.

„ღონისძიებაში მონაწილეობენ: ანსამბლი „ბასიანი“, „ქართული ხმები“, „თეატრალურის კვარტეტი“, „ალილო“, სამების საკათედრო  ტაძრის გუნდი და „შვიდკაცა“, – თქვა ბაკურაძემ.

მისივე თქმით, ადრე მისული მოქალაქეებისთვის, 3 საათიდან „გუფი ლენდი“, გელა გნოლიძის ბენდი და ზუკა ხუციშვილის ბენდი „გაამხნევებენ და შექმნიან ფონს“.


დღეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აქცია 5 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ელოდებიან სხვადასხვა რეგიონიდან ადამიანებს და ფართომასშტაბიან შეკრებას გეგმავენ.