დღეს, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად სამგორის რაიონში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტი იმართება.
სამგორის გამგეობის ცნობით, თბილისის მერიის პროექტის „თბილისი ცის ქვეშ“ ფარგლებში, საკონცერტო საღამოზე მოქალაქეების განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და რეტრო ბენდი ზრუნავენ.
სამგორის მერია იმ მომღერლების ჩამონათვალსაც ავრცელებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში დღევანდელ კონცერტში იღებენ მონაწილეობას: დუეტი ჯორჯია, ქართული ხმები, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, ფლეში, გიორგი მეფისაშვილი, დათო ფორჩხიძე, ნინი ქარსელაძე, აჩი ფურცელაძე, ლიკა დოლიძე, კახა კუხიანიძე, გია ნიკოლაძე, ლეონი, მაია ყარყარაშვილი. კონცერტის წამყვანია – ნანიკო ხაზარაძე.
სამგორის გამგეობის ცნობით, გუშინ კი 2 ივლისს, კონცერტზე მონაწილეობას იღებდნენ მომღერლები: თემურ თათარაშვილი; შვიდკაცა; გოგა მესხი; ქეთი გომართელი; ტატო გოდერძიშვილი; მაია კაჭკაჭიშვილი; ირმა სოხაძე; გიორგი წიკლაური; გიორგი კელაპტრიშვილი; მიშო სულუხია; სოფო გელოვანი; აჩიკო მეფარიძე; თიკა მახალდიანი; მასტერი და ნათია დუმბაძე. კონცერტი მიჰყავდა ეკა ამირეჯიბს.
პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოთხოვნაა – გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ზამთრამდე ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს შეასრულებს.