ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები ყოველთვიურად, სახელმწიფო სტიპენდიის სახით 600-დან 2 000 ლარამდე თანხას მიიღებენ.
სტიპენდიების ოდენობა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.
- სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს ყოველთვიური სტიპენდია 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით დაენიშნათ.
- სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისთვის განესაზღვრათ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით..
- ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით: ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 (რვაასი) ლარი;
- ბრინჯაოს მედლის მფლობელებს − 500 (ხუთასი) ლარი.
- საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
- საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.