„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის შეწყვეტისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონსულტაცია გაიარა საარჩევნო ბლოკში მასთან ერთად შემავალ პარტიებთანაც.
პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას ნიკა მელიამ გააცნო.
ნიკა მელიას განცხადებით, ამნისტიის პუნქტის გამო, პარტია მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუმცა უშუალოდ საკითხების გადაწყვეტაში ჩაერთვებიან.
საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 36 მანდატი მოიპოვა, მათგან ორმა, გრიგოლ ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ხოლო ბლოკიდან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე პარლამენტში შევიდა.
დეპუტატები, რომელიც პარლამენტში შედიან:
- ბუბა კიკაბიძე
- ნიკა მელია
- ხატია დეკანოიძე
- კობა ნაყოფია
- დევი ჭანკოტაძე
- ლევან ვარშალომიძე
- ზალიკო უდუმაშვილი
- რომან გოცირიძე
- თემურ ჯანაშია
- ნატო ჩხეიძე
- რამაზ ნიკოლაიშვილი
- კახაბერ ოქრიაშვილი
- გუბაზ სანიკიძე
- აბდულა ისმაილოვი
- ცეზარი ჩოჩელი
- თამარ კორძაია
- სულხან სიბაშვილი
- გიორგი გოდაბრელიძე
- დავით ხაჯიშვილი
- დილარ ხაბულიანი
- თინათინ ბოკუჩავა
- როსტომ ჩხეიძე
- დავით კირკიტაძე
- გიორგი ბოტკოველი
- ეკატერინე ხერხეულიძე
- მანუჩარ კვირკველია
- ნიკა მაჭუტაძე
- აკაკი მინაშვილი
- ნონა მამულაშვილი
- ლევან ბეჟაშვილი
- ბაჩუკი ქარდავა
- ლევან ხაბეიშვილი
- ანა წითლიძე
პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა კვლევა, რეგიონებში თანაგუნდელებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინაში მიხელ სააკაშვილსაც შეხვდა.
ამ დროისთვის პარლამენტში მუშაობას ბოიკოტს უცხადებს „ევროპული საქართველო“, თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი.