„ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე“, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამის არხზე.
მისი თქმით, უკრაინას სურს, „პატრონებისგან“ მიიღოს გათხევადებული ბუნებრივი აირი, რომელსაც 2 წლის შემდეგ გადაიხდის.
„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას სურს, თავისი პატრონებისგან „ლენდ-ლიზით“ მიიღოს გათხევადებული ბუნებრივი აირი ორი წლის შემდეგ გადახდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზამთარს უკრაინა გაიყინება. მაგრამ არის კითხვა – ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე, თუმცა ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია, ისინი იმდენად არიან ჩართულნი პროექტში „ანტი-რუსეთი“, რომ ყველაფერი დანარჩენი მათთვის არაფერია“, – აცხადებს მედვედევი.