„ვინ დამარწმუნებს, მე რომ იგივე აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს ნიღაბი, ამით შესუსტდება პროტესტის გამოხატვის ფორმა ან ნაკლებად დამაჯერებელი იქნება თავისი ამომრჩევლისთვის ან ნაკლებად გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ნიღაბი ხომ არაფერს გააფუჭებს, მხოლოდ გააკეთებს“, – ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციებზე რეგულაციების დარღვევა დიდი რისკის შემცველია.
„კარგი იქნებოდა, ქვეყანაში ყოფილიყო სიმშვიდე და არ ყოფილიყო ამ აქციების საჭიროება, მაგრამ რადგან არის გარკვეული ნაწილის სოციალური დაკვეთა, რომ აქციები უნდა ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით. დაიცვან ელემენტარული რეგულაციები.
ვინც არ იკეთებს ნიღაბს, ვიტყოდი, რომ შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს. ის უბრალოდ არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ხვალ თვითონ შეიძლება ამის მსხვრეპლი გახდეს.
ეს არ რის მარტო ხანდაზმულების დაავადება, თუმცა ხანდაზმულებისაც რომ იყოს მარტო, ჩვენ ხომ შვედეთი არ ვართ ან რომელიმე სხვა ქვეყანა, რომლებმაც გაწირეს 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები. შვეციას ბრძანება ჰქონდა, საავადმყოფოში არ წაეყვანათ 65 წელზე უფროსი ადამიანები, საწოლები არ ყოფნიდათ.
ჩვენ ხანდაზმულ ადამიანებს, ხანდაზმულობის ინსტიტუტს ტრადიციულად პატივს ვცემთ და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ახალგაზრდას უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე ხანდაზმულს. მაშინ გავუფრთხილდეთ პოლიტიკური პროცესების დროსაც; ელემენტარულად, გავიკეთოთ ნიღაბი, თუ სოც.დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება ხალხმრავლობის გამო, ნიღაბს ხომ არაფერი უშლის ხელს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.