ვინც არ უნდა მეძახოს ფარისეველი, ტურიკასა და კეკელიძისადმი ჩემს სიყვარულს ვერაფერი მოერევა - დუმბაძე

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე Facebook-ზე მწერლების – დავით ტურაშვილისა და გიორგი კეკელიძის მიმართ მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

„ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემს დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის, ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა. რაც მთავარია, ეს ორივემ იცის და ეჭვიც არასდროს შეეპარებათ. ვისაც მათზე მეტი გაუკეთებია და მათზე მეტი სიყვარული გაუცია, იმათ ჩამქოლონ“, – წერს ის.

ქეთევან დუმბაძე უმრავლესობის იმ დეპუტატებს შორისაა, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, მწერალი დათო ტურაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე კი აქტიურად აკრიტიკებდნენ და აპროტესტებდნენ პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვას.