„მე ხუმრობით ვთქვი, რომ ეს სადღაც კარგია, ვინაიდან ეს მიუთითებს მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის სერიოზულ აქტიურობაზე“, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით.
„ის, ვინც ჯარში იბრძვის მოწინავე პოზიციებზე, მათ შორის ხელმძღვანელები, ოფიცრები, გენერლები. და თუ ის დაიჭრა ომში, მას ეს ეთვლება პლუსად და არა მინუსად. როცა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი ექიმები ავადდებიან, მათთვის ეს პლუსია და არა მინუსი. ქალბატონ ეკას მეორე დოზაც რომ გაეკეთებინა, შესაძლოა არ დამართნოდა. ქალბატონი ეკა არ არის პირველი, დაახლოებით 500 ადამიანი გვყავს, ვინც პირველი ვაქცინის შემდეგ დაინფიცირდა, 10-15 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, თუმცა არც ერთ მათგანს რეანიმაცია არ დასჭირვებია “, – განაცხადა ცერცვაძემ „დღის კურიერში“.