ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან რუსულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება და ცხადია,  ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე.

მისი თქმით, ეს კანონის მიღების შემთხვევაში ის შეაჩერებს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქართველების დასახმარებლად და ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას.

„ამისტომ ჩემი შეკითხვაა, რაში სჭირდება ეს [კანონპროექტი] საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, მაშინ როდესაც საქართველოს უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესახებ“, – თქვა კელი დეგნანმა.