ვინც თანხმობის მიღმაა და ამნისტია არ უნდა, არ შეეხება - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.

მისი თქმით, ენმ გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და მეტად რადიკალიზებას ცდილობს.

„ამნისტიის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ეს ფურცლის გადაშლა ყოფილიყო 20 ივნისთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე არის ის, რომ ერთი მხრივ, ყველას ეხება, მეორე მხრივ, ეს ამნისტიის კანონი ასევე იყო 19 აპრილის შეთანხმების შედეგი, რომელიც თანხმობის და დეპოლარიზაციის დოკუმენტი იყო.

ეს დებულება, რომელიც გულისხმობს, თუ ადამიანი აქტიურად ეწინააღმდეგება ამნისტიას ე.ი. ის ეწინააღმდეგება ფურცლის გადაშლას. ის ეწინააღმდეგება დეპოლარიზაციას და ის არ ექცევა ამ ამნისტიის სულისკვეთებაში, მათ შორის მაშინ მოქმედი 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში. ვინც ამ სულისკვეთების, დეპოლარიზაციის, თანხმობის მიღმა არის და არ უნდა, რომ ამ ამნისტიით ისარგებლოს, მაშინ მას ამნისტია არ შეეხება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თავისი სასამართლოს მიმდინარეობის პარალელურად დღეს განაცხადა, რომ ამნისტიის მიღებაზე თანამხა არ არის.

საქართველოს პარლამენტმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონი მიიღო.

კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და რომელიც უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.