საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნახავს რამდენად დაინტერესდებიან ისინი ამ კითხვარით, ვინც „ყველაზე მეტს ლაპარაკობდა“.
„მე მექნებოდა ერთადერთი შეთავაზება, ეს კითხვარი ხომ გამოქვეყნდება, მერე, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ამ კითხვარზე, დაჯდეს, შეავსოს და გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობიათ, კითხვარი იქნება და თავადვე პასუხები დაწერონ”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.