„ვინმე მეთიუ მილერი" - გვრიტიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს აკრიტიკებს და მას „ვინმე მეთიუ მილერს” უწოდებს. ამის შესახებ პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ვინმე მეთიუ მილერი ,,მოუწოდებს“ საქართველოს ხელისუფლებას, ,,კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“. ,,აქტორებში“ იგულისხმებიან ჩემი კოლეგები, რომლებსაც, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების გარეშე, შარშან, ხსენებულმა დეპარტამენტმა დაუწესა სანქციები.

ძველი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ საბჭოთა კავშირის დროინდელი მახინჯი პრაქტიკა: მოსკოვიდან მოსული ბრძანება, თუნდაც ადამიანის დახვრეტის შესახებ, უაპელაციოდ რომ სრულდებოდა საქართველოში ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ”, – წერს ის.

გვრიტიშვილის აცხადებს, რომ „როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა” და ახლა ამას „ე.წ. არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები” ასრულებენ.

„მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში; მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები. იგივე მონური, კოლონიალური დამოკიდებულება და ფსიქოლოგია”, – წერს ის.