„ვინმემ არ იპოვოს ეჭვის საბაბი" - რატომ დატოვა მაღლაფერიძემ თანამდებობა

პუბლიკა

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს. განცხადებაში ვასილ მაღლაფერიძე ჩამოთვლის წარმატებებს, რაც, მისი აზრით, არხმა მისი დირექტორობისას მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობას” – ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2017 წლის იანვარში აირჩიეს.