ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ულოცავს ევროკომისიის მხირდან დადებითი რეკომენდაციას გაცემას.
ევროპარლამენტარი წერს, რომ ეს არის ისტორიული რეკომენდაცია და ეს მიღწევა ეკუთვნის ქართველ ხალხს.
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვულოცავთ ქართველ ხალხს კომისიის ისტორიულ რეკომენდაციას, მიენიჭოს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამ მიღწევის დამსახურება ქართველ ხალხს ეკუთვნის”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
We, the friends of ??#Georgia in the European Parliament, congratulate the people of Georgia on the Commission’s historic recommendation to grant the country ??candidate status. The credit for this achievement goes to the Georgian people.
Our statement? pic.twitter.com/s1eZ1KTb1P— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) November 8, 2023
ევროკომისიამ დღეს, 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ამასთან, ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გასცა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.