ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკომისას ჯოზეფ ბორელის, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა:
„არის შანსი, რომ ევროკავშირმაც დააწესოს აშშ-ის მსგავსი სამოგზაურო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დასავლელ პარტნიორებთან ზომების გაერთიანება“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
Any chance @JosepBorrellF @eucopresident @vonderleyen that the EU ?? implements a similar travel for GD leadership as the USA ?? did? Would be extremely important to align measures re ?? with our Western partners @EU_Commission @EUCouncil @Europarl_EN https://t.co/TJF80FLEtW
— Viola von Cramon ?????? (@ViolavonCramon) May 24, 2024
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს სავიზო შეზღუდვების ახალ პოლიტიკას იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.
ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ახალ განცხადებაშია საუბარი – ვის შეეხება კონკრეტულად შეზღუდვა, სია ცნობილი არ არის.