ვიპოვეთ რამდენიმე პუნქტი, რაზეც საერთო პოზიციის პროგნოზირება შეიძლება - რუსეთის წარმომადგენელი

პუბლიკა

„ვიპოვეთ რამდენიმე პუნქტი, რაზეც საერთო პოზიციების პროგნოზირება შეგვიძლია”, – ამის შესახებ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთის დელეგაციის წევრმა განაცხადა.

„ყველაზე მთავარია, რომ შევთანხმდით, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკების პროცესი. შემდეგი შეხვედრა გაიმართება უახლოეს დღეებში პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე. ამ ხნის განმავლობაში, დელეგაციის წევრები კონსულტაციას გაივლიან თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებასთან”, – აღნიშნა მან.


დღეს ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. ხუთსაათიანი შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პირველი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილული საკითხების შესაჯერებლად მხარეები კონსულტაციისთვის დედაქალაქებში მიემგზავრებიან, უახლოეს მომავალში განიხილება მეორე რაუნდის გამართვის საკითხიც.

„დასრულდა შეხვედრის პირველი რაუნდი, მთავარი მიზანი იყო განხილულიყო ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე, საომარი მოქმედებების. მხარეებმა გამოყვეს რიგი პრიორიტეტული საკითხები, რომლებზეც გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები. იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები განხორციელდეს, მხარეები კონსულტაციებზე მიემგზავრებიან თავიანთ დედაქალაქებში“, – აღნიშნა მან.