ვიქნებით დაუნდობელი კრიტიკით დაკავებულები, რაც ძალი და ღონე გვაქვს - ელისაშვილი

პუბლიკა

“ოპოზიციაში ყოფნა და კრიტიკა დიდი პატრიოტიზმია. კრიტიკით, მათ შორის დაუნდობელი კრიტიკითაც ეხმარები იმავე ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ფატალური შეცდომები არ დაუშვას და სწორი კალაპოტი დაიკავოს”. – აცხადებს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში გამოსვლისას.

“ჩვენ ვიქნებით ამით დაკავებულები, რაც ძალი და ღონე გვექნება, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს, ეს ქვეყანა იმსახურებს, რომ გახდეს უკეთესი და ჩვენი ხალხი არ ავსებდეს სხვა ქვეყნების ბაღ-ბოსტნებში სამუშაოდ განცხადებებს”. –  ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმით, სიამოვნებით მოისმენდა პრემიერის გამოსვლას იმის თაობაზე, როგორ შემოიჭერდა მთავრობა ქამრებს, როგორ ივლიდა პრემიერ-მინისტრი ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როგორ გადადგამდა ნაბიჯებს დეესკალაციისკენ.

და რადგან მსგავსი არაფერი უთქვამს, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის და ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.