უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
საუბრის თემა უკრაინაა.
პუტინმა, რომელმაც ორბანი კრემლში მიიღო, თქვა, რომ მზად იყო, განიხილოს სამშვიდობო წინადადებების „ნიუანსები“ ორწელიწადნახევრიანი ომის დასასრულებლად.
უნგრეთი როტაციულად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. თუმცა, ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ როტაციულად დანიშნული თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერს მთელი კავშირის სახელით ლაპარაკის მანდატი არ აქვს.
მოსკოვში ჩასვლამდე ვიქტორ ორბანი კიევში იყო და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელაპარაკა. ორბანმა მას შესთავაზა ომის დასრულება რუსეთის პირობებით – რუსეთთან ომის არსებულ ხაზზე, ანუ რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს უკრაინის ის ტერიტორია, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს. უკრაინისთვის ეს წინადადება მიუღებელია.
ორბანი რუსეთისთვის სასარგებლო წინადადებით უკრაინაში, შემდეგ კი – მოსკოვში NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩადის.