„ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის მე-13 ნომერი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძეა, – დღეს პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა.
„ვიქტორი ასევე მე-13 ნომერი იყო ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებში. მან წარმატებული, შედეგიანი და ეფექტური თამაშით უამრავი სიხარული აჩუქა ქართველ გუშემატკივარს. მას მიღებული აქვს უამრავი სპორტული ჯილდო, მათ შორის ეს არის საფრანგეთის თასის მფლობელი, იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრების ღირსებას ევროპის 3 ჩემპიონატზე იცავდა.
ის დეპუტატის რანგში განაგრძობს ზრუნვას ქართული სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდებაზე”, – განაცხად მისი წარდგენისას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
მე-16 ნომრად კი პარტიამ მორაგბე დავით კაჭარავა წარადგინა.
„ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის მე-16 ნომერია საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გამორჩეული ლიდერი, გამორჩეული გუნდური მოთამაშე დავით კაჭარავა.
მას ჩატარებული აქვს ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი ქართული რაგბის ისტორიაში. შესაბამისად, ის არის ქართული რაგბის მრავალწლიანი შეუქცევადი წინსვლის გამორჩეული თანაავტორი, რომელიც შედეგიანი და ეფექტური თამაშით განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებდა ქართველ გულშემატკივარს.
არჩევნების შემდეგ ის ქართული სპორტის განვითარებაზე ზრუნვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას დეპუტატის რანგში განაგრძობს”, – აღნიშნა კობახიძემ.