ვიქტორ სანიკიძემ „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნებას“ ყოფილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ  60 000 ლარი შესწირა. ვიქტორ სანიკიძე „ქართული ოცნების“  საპარლამენტო სიის მე-13 ნომერია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში 12 ოქტობრიდან პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შემოწირულობის სახით  1 222 200 ლარი მიიღო.