ვიქტორ წილოსანმა ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

პუბლიკა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერიის სხდომა კახა კალაძემ გამოაცხადა და თქვა, რომ წილოსანი კერძო სექტორში გადადის.

„მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა, ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყო ევროპული გამართული და ვიკას როლი იყო მნიშვნელოვანი.

მისი საქმიანობა იყო ნაყოფიერი. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას და გულწრფელად მინდა წარმატება ვუსურვო ვიკას, ის ჩვენი გუნდია წევრია და ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა, თუ ის გადაწყვეტს, დაბრუნდეს დედაქალაქის მერიაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის ცნობით, ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის. კალაძის განცხადებითვე, თანამდებობა დატოვა ირაკლი თავართქილაძემაც – მას ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ჩაანაცვლებს მარიამ კვერნაძე.