„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას და შესაბამის ზომებს აპროტესტებს.
„მიიღეს ახალ-ახალი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც გასულია მსოფლიო რეგულირების სფეროდან. სად გაგონილა, ადმინისტრაციულ დარღვევაზე ციხეში იჭერენ“. – ამბობს ნათელაშვილი?
„რა ჯანდაბად გვინდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი – ომია, გადატრიალებაა, არეულობაა? ვირუსს ფეხებზე არ ჰკიდია კომენდანტი და საგანგებო? იმან არც დღე იცის და არც რამე, თუ გადაგედება, გადაგედება. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, გაბუქებული, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა”. – ამბობს ნათელაშვილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის და ხელისუფლების განმარტებით, საგანგებო ზომები მოქალაქეთა მობილობის შესამცირებლად დაწესდა, რაც ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელების შენელებას.