მთავრობის განაწყვეტილებით, საგამონაკლისო წესით, 2 დღით 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა დასაშვები იქნება.
15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.
• 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
• ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
• სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.
• კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.
ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც ისაუბრა. მისი თქმით, ვინაიდან სატრასპორტო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს, მთავრობა დაუშვებს გამონაკლისს ორი დღით.
„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება. მაგრამ იმის გათვალისწიმნებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით: ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე, ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, ის შესაბამისი შეზღუდვები, სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ გაყოფილი ოჯახები, ზოგი რაიონშია, ზოგი თბილისშია დარჩენილი – ეს დისკომფორტი მოქალაქეებს მოვუხსნათ”, – განაცხადა გახარიამ.
შეზღუდვები, რომელთა გაუქმების ვადები ჯერ უცნობია