დღეს მთავრობამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ განსაზღვრულია მოქალაქეებისა თუ კერძო სექტორის ჯგუფები, რომლებიც მიიღებენ კორონავისრუსთან ბრძოლის ფარგლებში მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
მოქალაქეები
1. დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში – დახმარების სახით მიიღებენ 200 ლარს 6 თვის განმავლობაში. ჯამში – 1200 ლარი.
2. ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას.
- 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
- 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
3. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები, ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – 300 ლარს.
4. 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ:
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-100 000-მდეა.
- ოჯახები, რომელთა სოცილაური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი.
- მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები.
5. 2021 წლიდან პენსიების გაზრდა.
- ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%
- პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები და 70 წელს ზემოთ მქონე პირებისთვის 30 ლარზე ნაკლები.
კერძო სექტორი
1. ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ს ზედმეტობით დაბრუნება – წელს ბიზნესი დამატებით მიიღებს 600 მილიონ ლარს.
2. კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი.
ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი.
3. დახმარება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოსთვის“.
- სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდის 24დან 36 თვემდე გაზრდა.
- საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმის ცვლილება
საქმიანობის სახეობების ზრდა - სესხის/ლიზინგის მინიმალური ზღვრის დაწევა, საბრუნავი საშუალებების დაფინანსების გაზრდა.
4. სოფლის მეურნეობის დახმარება, რეგიონული განვითარება.
- გრანტები 30 000 ლარამდე
- აგროკრედიტი – ერთწლოვანი კულტურების დაფინანსება.
- სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერა (2020 წელს სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდება; წინა წლებში დაგროვილი დავალიანება სრულად ჩამოიწერება.
5. 3 წლის განმავლობაში მოხდება 1.2 მილიონ ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია.