სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია იმყოფებოდნენ მხოლოდ:
თავად დასაქორწინებელი პირები;
მშობლები;
მოწმეები;
ერთი ფოტოოპერატორი.
იუსტიციის მინისტრმა ბრძანებით განსაზღვრა ქორწინების რიტუალისას დამსწრეთა ვინაობა.
ამ ბრძანებას მან ხელი გუშინ მოაწერა.
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.
ეს წესები იმოქმედებს:
ა) თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 29 მაისიდან;
ბ) ქ. თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ – 2020 წლის 31 მაისიდან.
ეს ბრძანება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, მოქმედებს 2020 წლის 15 ივლისამდე და ვრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.