ვის სწირავდნენ „ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. წელს საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით გაიმართება. პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით.

„ქართული ოცნების” დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან პარლამენტის მოქმედი წევრები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული თანამდებობის პირები, კომპანიის მფლობელები და ა.შ.

გთავაზობთ, დასახელებული კანდიდატებიდან ვის რა შეწირულობა ჰქონია წლების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ [მონაცემები მოიცავს მხოლოდ ფიზიკური პირის სახელით შეწირულობას]:

ბექა ოდიშარია (კანდიდატი მთაწმინდა-კრწანისის რაიონში)

2012 წელი – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა 35 000 ლარი;

2015 წელი – „ქართულ ოცნებას“ – 40 000 ლარი;

2018 წელი – სალომე ზურაბიშვილს – 60 000 ლარი;

გია ვოლსკი (დიდუბის-ჩუღურეთის რაიონი)

2012 წელი – საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ 9 841 ლარი შესწირა.

2016 წელი, აგვისტო – პარტია „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა;

2016 წელი – „ქართულ ოცნებას“ – 8 000 ლარი;

2018 წელი – სალომე ზურაბიშვილს – 4 000 ლარი;

ლევან კობიაშვილი (გლდანის რაიონი)

2016 წელი – „ქართულ ოცნებას“ 55 000 ლარი შესწირა;

2018 წელი – სალომე ზურაბიშვილს – 10 000 ლარი;

ირაკლი ქადაგიშვილი (თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები)

2012 წელი – „თავისუფალ დემოკრატებს“ 16 000 ლარი შესწირა.

დავით სონღულაშვილი (გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები)

2012 წელს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“  7 000 ლარი შესწირა.

გოგი მეშველიანი (ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა)

2016 წელი – „ქართულ ოცნებას“  შესწირა 20 000 ლარი.

ზაზა (ზაალ) დუგლაძე (ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი)

2016 წელი – „ქართულ ოცნებას” – 30 000 ლარი;

2017 წელი – „ქართულ ოცნებას” – 40 000 ლარი;

2019 წელი – „ქართულ ოცნებას” – 20 000 ლარი;

2020 წელი – „ქართულ ოცნებას” – 25 000 ლარი;

ბეჟან წაქაძე (ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული)

2018 წელი – სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 000 ლარი;

გივი ჭიჭინაძე (სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი)

2018 წელი – სალომე ზურაბიშვილს – 4 000 ლარი;

ირაკლი ჩიქოვანი (ზუგდიდი)

2012 წელი – „თავისუფალ დემოკრატებს“ – 20 000 ლარი;

2014 წელი – „ქართულ ოცნებას“ – 20 000 ლარი;

2012 წელი (სექტემბერი) „ქართულ ოცნებას“ – არაფულადი შეწირულობა – 1 110 ლარი;

2015 წელი – „თავისუფალ დემოკრატებს“ – 5 000 ლარი;

2016 წელი – „თავისუფალ დემოკრატებს“ – 2 000 ლარი;

ირაკლი ხახუბია (ფოთი-ხობი-სენაკი)

2012 წელი – „ნაციონალურ მოძრაობას“ – 10 000 ლარი;

2018 წელი – სალომე ზურაბიშვილს – 60 000 ლარი;

ანზორ ბოლქვაძე (ხულო-შუახევი-ქედა);

2012 წელი – „ნაციონალურ მოძრაობას“ – 6 500 ლარი;

2016 წელი – „ქართულ ოცნებას“ – 10 000 ლარი;

გოჩა ენუქიძე (ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხი)

2012 წელი – „ნაციონალურ მოძრაობას“ – 60 000 ლარი;

2016 წელი – „ქართულ ოცნებას“ – 55 000 ლარი;

2017 წელი – „ქართულ ოცნებას“ – 50 000 ლარი;

2018 წელი – სალომე ზურაბიშვილს – 60 000 ლარი;

ზაზა ლომინაძე – (ქუთაისი)

2014 წელი – „ქართულ ოცნებას” 250 ლარი;

2014 წელი – „ქართულ ოცნებას” 625 ლარი;