ვისაც ჯერ არ დაუკარგავს სინდისი რუსეთში, დროა გამოვიდეს და გააპროტესტოს ომი - ზელენსკი

პუბლიკა

„რუსეთის ფედერაცია დგას ბოროტების გზაზე. ბევრი რამაა დამოკიდებული რუს ხალხზე. რუსეთის მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, რომელ გზას აირჩევენ პირადად.

ყველამ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სინდისი რუსეთში, დროა გამოვიდეს და გამოთქვას პროტესტი უკრაინის წინააღმდეგ ომზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან რუს ხალხს რუსულ ენაზეც მიმართა:

„მე ვიცი, რომ ამ ინფორმაციას თქვენ არ გაჩვენებენ ტელევიზიებით, ყველა სოცქსელში ყველაფერი დაბლოკილი გაქვთ. დაბლოკვა – ეს ბოროტებაა. სურვილი, გაანადგურო ნაცია, შეუძლებელია, ისტორიის დაბლოკვა შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან უკრაინის მოქალაქეებს მათი ინფორმირებისკენაც მოუწოდა – „მაშინ რუსეთს ეცოდინება სიმართლე”.


დღეს, 24 თებერვალს,  დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.