ვისაც საცხოვრისის პრობლემა გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ გამგეობებს - კალაძე

პუბლიკა

თბილისი მერმა კაცა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების ხელშეწყობა და ამისთვის მერია ნაბიჯებს დგამს.

„ეს არის ოჯახები, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ  ამ ფართებში და გარკვეული პრობლემების, შეიძლება ბიუროკრატიული საკითხების გამო ვერ ახრეხებენ დაკანონებას.

ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით და დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა – დაკანონება.  მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ სახელმწიფო ქონება მიიტაცოს, მიწები დაიტაცოს და მასზე უკანონო მშენებლობები წამოიწყოს. ეს მიღებელია და ამას ჩვენ არ დაშუვებთ.

იმ ადამიანს, რომლებსაც აქვთ პრობლემები საცხოვრისთან დაკავშირებით, არსებობს კრიტერიუმები,  უნდა გააკეთოს განაცხადი გამგეობებში,  იმ რაიონში, რომელშიც ცხოვრობთ და შესაბამისად, გამგეობა ამ კრიტერიუმების მიხედვით მას მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გადაგიხადოთ იჯარა ან ვისაც დასაკანონებელი აქვს, მაქისმალურად ხელი შეგიწყოთ და დაგიკანონოთ საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დღეს გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს სიმბოლურ ფასად,  1 ლარად, საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. მერის თქმით, ეს პროგრამა გაგრძელდება. მთავარია, ამისთვის მოქალქეებმა მიმართონ გამგეობებს, სადაც განაცხადის შევსებაში დაეხმარებიან.