„ვესაუბრეთ ასევე ივანიშვილის სანქცირების შესაძლებლობაზე“ - ოპოზიცია დერეკ შოლეს შეხვდა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „საქართველოსთვის“, „გირჩი მეტი თავისუფლების“, „რესპუბლიკური პარტიის“ და „დროას“ ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს შეხვდნენ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შოლესთან ისაუბრეს მედიის თავისუფლებაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესაძლებლობებზე, უკრაინის ომის კონტექსტში რეგიონში არსებულ ვითარებასა და ხელისუფლების პოზიციაზე და ევროინტეგრაციის პროცესის ფონზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მრჩეველის საქართველოში ყოფნა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილია.

მისი თქმით, ერთი მხრივ ქვეყანა ავსებს EU-ს კითხვარს, მეორე მხრივ საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, ამერიკელი პარტნიორები ხვდებიან, რომ ამ პერიოდში საქართველოს ყურადღება სჭირდება.

სამნიძის თქმით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო მედიაზე თავდასხმა, პოლიტიკური პარტიები, რეფორმები, რომელზეც უარს ამბობს „ოცნება“, კითხვარის ფონზე ორკესტრირებული ანტიდასავლური კამპანია და ივანიშვილის სანქცირების შესაძლებლობები და სასამართლოში არსებული ვითარება.

„ივანიშვილის სანქცირებაზე ჩვენი მხრიდან  არგუმენტები არის მისი კავშირები რუს ოლიგარქებთან, იყო საუბარი სანქციებთან დაკავშირებით რეგიონის პრობლემიდან, ომიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რაც აქამდე გაკეთებულა, ასევე იყო თემა და ამ ფონზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვისუმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენი პარტნიორები ამ ქვეყანას არ მიატოვებენ, რაც უნდა ცუდი ხელისუფლება მართავდეს ამ ქვეყანას“, – განაცხადა სამნიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლის მხრიდან დაისვა შეკითხვა, როგორ შეიძლება დაეხმაროს აშშ საქართველოს, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის განრიგში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, დერეკ შოლეს მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია ევროკავშირი და პარტნიორები საქართველოს გვერდით იქნებიან.

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დერეკ შოლეს 4 ტელევიზიის მიერ შედგენილი წერილი გადასცა. ჟურნალისტების თქმით, წერილში აღწერილია, როგორ გაუარესდა საქართველოში მედიის თავისუფლება.

  • 281098234-350960263802680-6261819712154141124-n

  • 281391019-744460063220177-432162556547743295-n

  • 281087880-491091659476999-7243267146709381403-n

  • 280742849-735261440961516-1689995083352972518-n

  • დერეკ შოლე ოპოზიცია








  • 01
    /




ოპოზიციასთან შეხვედრამდე დერეკ შოლე პრემიერ-მინისტრს და NGO-ებს შეხვდა.