ვისმჯელებთ „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის საკითხზე - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმნისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, საბჭო იმსჯელებს და შესაძლოა, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა გადაიხედოს.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბოლო პერიოდში აცრებთან დაკაშირებით გააქტიურებულია მოსახლეობა, რაც მისი თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ მოქალქეებისთის აცრის სარგებელი გასაგებია.

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით როგორც იცით არის ექპერტებს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სრულიად ევროპის რეგიონში. გასული კვირის განმავლობაში იცით რომ გერმანიამ მოხსნა ასაკობრივი შეზღუდვა, რაც ჩვენთვის იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ის მოსალოდნელი გართულება რომელიც შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ უკავშრდებოდეს იმდენად იშვიათია, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკაშირებული სარგებელი ნებისმიერ ასაკში აჭარბებს ამ რისკს.

დღეს კიდევ ვისმჯელებთ, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიცირება ასაკის მოხდეს „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, რადგან ჩვენც მოგვმართავს ძალიან ბევრი მოქალაქე, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალები და ისინი გვთხოვენ რომ გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას, “- ამბობს თამარ გაბუნია.