ვისთვის და როგორ შეიცვალა კარანტინისა და იზოლაციის ვადები | სრულად

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის 17 იანვრიდან იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადების შეცვლის შესახებ

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:

– იზოლაციის ვადა განისაზღვრა 8 დღით;

– სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი;

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:

– კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით;

– პირს უნდა აღენიშნებოდეს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში;

– იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

NCDC-ის ცნობით, ორივე ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში, იზოლაციიდან გასვლის შემდეგ პირს ეძლევა მკაცრი რეკომენდაცია 5 დღის განმავლობაში პირბადის ტარების შესახებ;

იზოლაციის ვადები შემცირდა კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც:

კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10  დღე:

  • ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები;

  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში;

  • კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში;

NCDC-ის ცნობით, მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და  ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:

  • არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს

  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში

  • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ    დოზის არმქონე პირებს

  • პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში