ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად – პირადი ექიმი

პუბლიკა

„ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, არ ვიცი, კიდევ რა სიტყვები გამოვიყენო, ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად“. – ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძემ, სააკაშვილის პირადმა ექიმმა, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე.

„მისი ნახვა ჩემგან და ჩემი კოლეგების მიერ აუცილებელია.

ეს არის ძალიან კომპლექსური, მძიმე პაციენტი დღეს. რომელსაც სჭირდება სპეციალური მკურნალობა“, – ამბობს ექიმი.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.