დირექტორთა კონკურსის მონაწილეები პირველ არხთან აქციას მართავენ და გადაცემა „გადაწყვეტილებაში“ მონაწილეობას ითხოვენ. გადაცემა ამ წუთებში ეთერში გადის და მინისტრი ზოგადი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს.
კონკურსის მონაწილეები 15 ნოემბრიდან მოყოლებული პირველ არხს ყოველკვირეულ გადაცემა „გადაწყვეტილებაში“ დირექტორთა კონკურსზე გადაცემის მომზადებას და ეთერის დათმობას სთხოვენ, თუმცა ამ დრომდე ეს გადაცემა ამ თემის განხილვას არ დასთმობია.