კლინიკა „ვივამედთან“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქცია 3 საათზე დაიწყო და აქციის ნონაწილეების ნაწილი ამ დრომდე რჩება კლინიკასთან.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის აქციის მონაწილეებს კლინიკის ფანჯრიდან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოთი გამოეხმაურა.
აქციას პარტიის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე.
„საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს და ა.შ. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, “- თქვა მან ჟურნალისტებთან.