ვიწყებ კონსულტაციებს საქართველოში - მიშელი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს. მიშელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზა საქართველოს ევროპული გზისკენ. მისი განცხადებით, ყველა პარტიამ პირველ ადგილზე ხალხის ინტერესები უნდა დააყენოს და მოუწოდებს ყველა მხარეს, შეასრულოს შეთანხმება.

მიშელი წერს, რომ იწყებს კონსულტაციებს საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან, რომლის ნაწილიც იყო გუშინ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა.

„მე ყურადღებას ვამახვილებ „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე. ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა ქართველი ხალხის სასიკეთოდ ევროპული გზის, დემოკრატიის გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის.

მე ასევე ყურადღებას ვამახვილებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერაზე. კვლავ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმების განხორციელებისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დაეხმარება ქვეყანას აყვავებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და განვითარებაში – იმ ყველაფერში, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია.

მე ვერ ვხედავ სხვა ალტერნატივას, გარდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების გაგრძელების და თავისუფალი, სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისა.

მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ პირველ ადგილზე დააყენონ ხალხის ინტერესები და უერთგულონ საქართველოს პოლიტიკურ დისკურსს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩარჩოში.

კონსულტაციები საქართველოში არაერთ პოლიტიკურ აქტორთან იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ განგვეხილა ეს სიტუაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, – ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.