გამოცემა „მედუზის“ ინფორმაციით, 1500-მდე პირი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე ვლადიკავკაზში. ისინი მოითხოვენ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული თვითიზოლაციის გაუქმებას. „მედუზა“ MBK Media-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომიტინგეები ქალაქის რეგიონული ადმინისტრაციის შენობის წინ სამუშაოს დაკარგვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეები მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
მიტინგზე ეროვნული გვარდიის ჯარი გამოვიდა, რამდენიმე მომიტინგე დააპატიმრეს და შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს. ხალხს სიტყვით მიმართეს ჩრდილო ოსეთ-ალანიის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ბიტაროვმა და მისმა მთავრობის წევრებმა. „მე ეს დაავადება არ გამომიგონებია და ერთადერთი მკურნალობა არის სახლში დარჩენა“, – განმარტა ბიტაროვმა, თუმცა მხოლოდ მის გვერდით მყოფთათვის იყო შესაძლებელი მისი მოსმენა.
„მედუზა“ იუწყება, რომ ტელეგრამის არხ „ბაზის“ ინფორმაციით, მიტინგი ნაკლებად უკავშირდებოდა კორონავირუსს. ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ვიაჩესლავ ბიტაროვის გადაყენების მოთხოვნასთან და მის ნაცვლად ვიტალი კალოევის დროებით მმართველად დანიშვნასთან. „ბაზის“ ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსის საერთოდ არ სჯერა და ფიქრობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს ხალხის სახლში დასარჩენად იყენებს.
Панорамное видео, на котором видно количество людей на площади. Кроме того, были замечены подозрительные мужчины в масках. Видео: «Юг. МБХ медиа» pic.twitter.com/BhaNggn558
— МБХ Медиа (@MBKhMedia) April 20, 2020
20 აპრილის მონაცემებით, ჩრდილო ოსეთში კორონავირუსის 177 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება – ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი გარდაიცვალა.