ვლადიმერ პოზნერის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

პუბლიკა

საქართველოში რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი რუსული შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.

თვითმფრინავი საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. რუსი ჟურნალისტი ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს.

იგი საქართველოში ცნობილია ფრაზით – „აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი”.

პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც გამოეხმაურა.

„Больше Абхазия никогда не будет частью Грузии”.

აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგულაოდ.

ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.

ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია”. – დაწერა მან ფეისბუქზე.