ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.
თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავი, რომელშიც ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები ისხდნენ, უკვე აფრინდა.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
გუშინ აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა აქცია გამართეს სასტუმრო „ვინოტელთან“ , სადაც ჟურნალისტი თავის სტუმრებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.
„ვინოტელი“პოზნერმა სტუმრებთან ერთად პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. ამის შემდეგ აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. აქციის მონაწილეებმა, სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.